[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ესეების კონკურსი საერთაშორისო სტუდენტებისთვის

27.04.2022
საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბის მიერ იმართება ესეების კონკურსი საერთაშორისო სტუდენტთათვის. ესეების ინსპირაციად არჩეულია აკაკი წერეთლის პოემა “გამზრდელი”.
სტუდენტებს ევალებათ წაიკითხონ მასალა და ისაუბრონ თემაზე: “რა აყალიბებს ადამიანს: ბუნება თუ საზოგადოება“.
კონკურსის სპონსორია სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც გამარჯვებულებს გადასცემს სპეციალურ პრიზებს!
ესეები უნდა დაიწეროს Sylfaen 12, justified შრიფტით და გამნოიგზავნოს Isic@ibsu.edu.ge მეილზე PDF ფორმატით.
ესეს მოცულობა უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას. გამოგზავნა შესაძლებელია 13 მაისის ჩათვლით.
ესეებს შეაფასებენ Lingo Quest კლუბის წევრები, რომლებსაც მიეწოდებათ ანონიმურად სტუდენტთა მიერ გამოგზავნილი ნაშრომები.
გისურვებთ წარმატებებს!