
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ ვორქშოფს თემაზე: „ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში.“

ვორქშოფს გაუძღვებიან:
თამარ კაციტაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი მედიისა და ინოვაციის სამსახურის ხელმძღვანელი;
თეო გონგლაძე – საქართველოს პირველი არხის ციფრული მედიის მენეჯერი.

ვორქშოფი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ამბის თხრობის ტექნიკა სოციალურ მედიაში, ფეისბუქის/ინსტაგრამის/ტიკტოკის ალგორითმის მუშაობის პრინციპები, სოციალური მედიის მართვისას ხშირად დაშვებული შეცდომები, ფეიკ ნიუსი და სოციალური მედია.

როდის? – 25 იანვარი, 12:00 საათი

სად? – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი

დასწრება თავისუფალია

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე:
shorturl.at/rwHVY

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 იანვარი 12 საათი.


ვორქშოფი ჩატარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. ყველა დამსწრე ვალდებულია წარმოადგინოს მწვანე პასპორტი.