ზამთრის სკოლა - „სამართალი ფილმებში“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ზამთრის სკოლა – „სამართალი ფილმებში“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება  ზამთრის სკოლა – სამართალი ფილმებში.

კურსის აღწერილობა:
სამართალი ფილმებში არის 8 სესიისგან შემდგარი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აბიტურიენტებს) შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების შემცველი ფილმების ყურების საფუძველზე მოახდინონ, სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობა და ანალიზი.

კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს:
• შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის თანამედროვე ტენდენციების, სხვადასხვა დარგებში არსებული სამეცნიერო თუ პრაქტიკულ გამოწვევებისა და განვითარების ეტაპების შესახებ;
• გამოუმუშავოს კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამისი მიდგომების განვითარების, ასევე საკუთარი სამართლებრივი დასკვნების თაობაზე  იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
• გამოუმუშავოს სამართლის ნორმების, წყაროების, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთების უნარი;
• გამოუმუშავოს  საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.

კურსს გაუძღვებიან ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, სერგი ჯორბენაძე და პროფესორი, სამართლის დოქტორი უშანგი ბახტაძე.
ლექციები ჩატარდება 01-28 თებერვალს, Google Meet პლატფორმის მეშვეობით.

კვირაში 2 შეხვედრა, ჯამში 4 სთ. დარეგისტრირებულ მონაწილეებს მითითებულ ელ.ფოსტაზე გაეგზავნებათ ინფორმაცია განრიგის შესახებ.
შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
ზამთრის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ  კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი
ელ.ფოსტა: lawfaculty@ibsu.edu.ge

Date

თებ 15 2022
Expired!

Time

1:00 PM - 3:00 PM