პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდება პანელური დისკუსია თემაზე „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.“

პანელური დისკუსიის ფორმატში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საერთაშორისო რეაგირებაზე და მსოფლიო წესრიგის გამოწვევებზე, ასევე საქართველოს უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე ომისა და თანმხლები პროცესების გავლენაზე ისაუბრებენ მოწვეული ექსპერტები:

  • ივანნა მაჩიტიძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
  • გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხების მკვლევარი;
  • შალვა ძებისაშვილი – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი;
  • დავით ბრაგვაძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი;
  • გიორგი შაიშმელაშვილი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში;
  • გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი.

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ყველა საკვანძო საკითხი: ომის მიმდინარეობა, დასავლეთის მხარდაჭერა, მსოფლიოს რეაგირება, რუსეთის ინტერესები, აშშ-სა და ნატოს როლი, ევროკავშირის გადაწყვეტილებები, საქართველოს პოზიცია, მის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები და სხვა. მოწვეული სტუმრები უპასუხებენ აუდიტორიის კითხვებსაც.

ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, B კორპუსი, III სართული, საკონფერენციო დარბაზი.

დასწრება თავისუფალია.

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://shorturl.at/zCRT7

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 15:00 საათი

Date

მარ 11 2022
Expired!

Time

12:00 PM - 2:00 PM