როგორია თანამედროვე სასწავლო ოთახი? – ონლაინ დისკუსია პედაგოგებისათვის - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

როგორია თანამედროვე სასწავლო ოთახი? – ონლაინ დისკუსია პედაგოგებისათვის

განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 24 იანვარს, 20:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე: „როგორია თანამედროვე სასწავლო ოთახი?“

პანდემიის პირობებში, განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ელექტრონულმა სწავლებამ არაერთი სირთულე წარმოაჩინა სწავლა-სწავლების პროცესში როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში. ამავე დროს არანაკლებ რთული აღმოჩნდა, მოსწავლეებისა და სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

დისკუსიის მიზანია ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება სკოლის მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შორის. რა სირთულეებს წააწყდნენ ელექტრონული თუ სააუდიტორიო სწავლის ფორმატში და როგორი იყო მათი დაძლევის გზები.

შეხვედრის მოდერატორი იქნება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტ. ეკატერინე ფიფია, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

მომხსენებელთა შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: shorturl.at/cevET

აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: shorturl.at/gnAFI

დასწრება შეუძლიათ საკითხით დაინტერესებულ პედაგოგებს.

შეხვედრა გაიმართება 24 იანვარს, 20:00 საათზე, პლატფორმა Hangout Meet-ის საშუალებით.

დასასწრები ბმული დაეგზავნებათ დარეგისტრირებულ პირებს მეილზე.

Date

იან 24 2022
Expired!

Time

8:00 PM - 10:00 PM