ქალთა მიმართ ძალადობის ტრენინგი უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ქალთა მიმართ ძალადობის ტრენინგი უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში, ჩატარდება ქალთა მიმართ ძალადობის ტრენინგი.
ტრენინგის თემატიკა მოიცავს ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას (ადევნება (ე.წ.stalking), შევიწროება და სხვ.) და ჩვენი საზოგადოების მეტი დაცულობის ხელშეწყობას. ამასთან, ტრენერი გაგიზიარებთ საქართველოს გამოცდილებას, რეალურ სტატისტიკას და გამოწვევებს.
ტრენინგის ფორმატი: დისტანციური.
ტრენინგის ჩატარების დრო: 7, 9 და 11 მარტი, 15:00-17:00 სთ.
ტრენინგის მთლიანი ხანგრძლივობა: 6 საათი.
ტრენერი: იოსებ წერეთელი, შსს დეტექტივი-გამომძიებელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.
ტრენინგის საფასურს თანამშრომლებისათვის სრულად დაფარავს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დასრულებისას გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი. 

Date

მარ 07 2022
Expired!

Time

3:00 PM - 5:00 PM