მხატვრული ესეების კონკურსი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

მხატვრული ესეების კონკურსი

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაღათქმაუნდა, უერთდება ამ ისტორიული და მეტად მნიშვნელოვანი დღის საზეიმოდ აღნიშვნას და განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება „მხატვრული ესეების კონკურსი.”

‼️📝📝 კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ მხოლოდ პროზაული ნაწარმოები, დამოუკიდებლობის თემაზე.

 კონკურსის პირობები:
ა) თქვენ მხატვრულ ესეს თან უნდა ახლდეს სათაური.
ბ)ტექსტი უნდა იყოს A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,15 და ტექსტის მოცულობა 1-დან 2 გვერდამდე.
გ) ნაშრომი არ უნდა წარმოადგენდეს პლაგიატიზმს.

 შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონიურობა

თქვენ მიერ დაწერილი ესე უნდა გამოაგზავნოთ 25 მაისამდე მოცემულ მეილზე Selfgovernance@ibsu.edu.ge.

გამარჯვებული კი გამოვლინდება 26 მაისს!

Date

მაი 26 2022
Expired!

Time

11:00 AM - 1:00 PM