
არქიტექტურა ტურისტულ დანიშნულებაში
IBSU-ის არქიტექტურის პროგრამა მასპინძლობს პოლონეთიდან მოწვეულ ლექტორს დარია კიერაშევიჩს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში 20 მაისს, 12:00 საათზე ჩაატარებს ლექციას თემაზე “არქიტექტურა ტურისტულ დანიშნულებაში”.
მოწვეული სტუმრის ლექციასთან ერთად არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები წარადგენენ პრეზენტაციებს თემებზე:
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ტურიზმის საინფორმაციო ჯიხურად;
- სუვენირების ჯიხური;
- ადგილობრივი ხისგან დამზადებული სათამაშო მოედანი;
- ქალაქის საზოგადოებრივი საპირფარეშო-კაფსულა.
ღონისძიება განკუთვნილია, როგორც არქიტექტურის, ისე ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის.