შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები

საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია (YATA Georgia) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა აცხადებს მიღებას პროექტში „შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები”.
პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც შავი ზღვის რეგიონის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაში ნატოს როლის შესახებ.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 17-დან 35 წლამდე ასაკის პირებს.
ჩატარების თარიღი: 21 მაისი – 24 ივლისი, შაბათი-კვირა (17:00-20:00სთ).
აღნიშნული პროექტი მოიცავს სამ ეტაპს:
• I ეტაპი – ლექცია-სემინარები (21 მაისი -12 ივნისი);
• II ეტაპი – ანალიტიკური სტატიების მომზადება;
• III ეტაპი – სიმულაცია;
პროექტი ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, არაუგვინეს 19 მაისისა:
https://forms.gle/raZqwK19SA9xRXZK7
პროექტში მონაწილეობა უფასოა და კურსის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს მეილზე:
geoyata@gmail.com ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/YATAGEO

Date

მაი 21 - 22 2022
Expired!

Time

5:00 PM - 8:00 PM