მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2022 წელს პირველად ჩატარდება მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი პროექტის წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

კონფერენცია მოიცავს სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებსა და პროფესიის წარმომადგენლებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებს შორის ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით პოსტ-კოვიდ სიტუაციაში, როცა მათ უმრავლესობას ერთმანეთთან შეხვედრისა და გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონია.

კონფერენციაში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღალესი განათლების დაწესებულების სტუდენტებს. კონფერენცია ჩატარდება უნივერსიტეტის კამპუსში 8-9 ივნისს.

კონფერენცია ჩატარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, A კამპუსში, 101 საკონფერენციო დარბაზსა და 214 შეხვედრების ოთახში. დღის წესრიგი გთხოვთ იხილოთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1KTVB8OXkOFf9bOmjsgp0piDPYIetgsPD?usp=sharing

წელს კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:

საერთაშორისო ურთიერთობები;

მარკეტინგი;

ეკონომიკა;

მენეჯმენტი;

ტურიზმი;

ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.

სტუდენტური კონფერენცია – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ibsu.edu.ge)

Date

ივნ 08 2022
Expired!

Time

11:00 AM - 3:00 PM