საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა იმპერიული და გლობალური კვლევების განვითარება - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა იმპერიული და გლობალური კვლევების განვითარება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აწყობს საგაზაფხულო სკოლას “იმპერიული და გლობალური კვლევების განვითარება”. სკოლა აერთიანებს იმპერიული, (პოსტ)კოლონიალური, ტრანსნაციონალური და გლობალური კვლევების დარგში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი ისტორიკოსების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა კვლევით გამოცდილებას, თანამედროვე კვლევის შედეგების ინტერაქციული ლექციების ფორმატში. პროექტი დაფინანსებული და ინიცირებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

კურსების წამყვანი სპეციალისტები:

  • პროფ. ჯუსტო ტრაიანა, სორბონის უნივერსიტეტი
  • დოქტორი ჯერემი ვალტონი, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების მაქს პლანკის ინსტიტუტი
  • პროფესორი ეკა ავალიანი, ინტერდისციპლინარული კვლევის ცენტრი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე, კავკასიის უნივერსიტეტი
  • პროფესორი თამთა ცხოვრებაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სამიზნე ჯგუფი: მკვლევარები, ლექტორები, სტუდენტები (მაგისტრანტები და დოქტორანტები), ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებსაც სურთ გაიფართოვონ თავიანთი ცოდნა იმპერიული და გლობალური კვლევების შესახებ. მეტადრე მივესალმებით მათ, ვინც უკვე ფლობს რაიმე სახის ცოდნას აღნიშნულ თემატიკასთან მიმართებაში, თუმცა, ასევე სასურველია ენთუზიასტების ჩართულობა ახლო აკადემიური და პროფესიული დისციპლინებიდანაც.

სასურველია, რომ მონაწილეები ფლობდნენ საკმარისად ინგლისურ ენას, რაც მათ საშუალებას მისცემს აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში.

განაცხადის მისაღებად გთხოვთ გამოაგზავნოთ საჭირო დოკუმენტაცია მისამართზე contact@ibsu.edu.ge და თქვენი ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ საგაზაფხულო სკოლა.

  • Curriculum Vitae ინგლისურ ენაზე (მაქს. 2 გვერდი)
  • სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება მითითებული, თუ რატომ გსურთ აღნიშნულ საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება, რა იქნება სკოლისადმი თქვენი  სარგებელი და რისი მიღების მოლოდინი გაქვთ (მაქს. 1 გვერდი)

 ბოლო ვადა: 2022 წლის 13 აპრილი

ფორმატი: პირდაპირი

ღონისძიების თარიღები: 2022 წლის 26-27 აპრილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

Date

აპრ 26 - 27 2022
Expired!

Time

11:00 AM - 5:00 PM