
რთული შემთხვევები სამართლის ფილოსოფიაში
მოგესალმებით,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის ფაკულტეტის დელეგატის – გიორგი წიკლაურისა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, 10 ივნისს, 15:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება პროექტი – „რთული შემთხვევები სამართლის ფილოსოფიაში“.
გუნდები ერთმანეთს წარუდგენენ კაზუსებს სამართლის ფილოსოფიიდან. კაზუსების ამოსახსნელად მათ ექნებათ დრო-1 საათი. 1 საათის შემდგომ კაზუსებს განიხილავს და გამარჯვებულს გამოავლენს გიორგი ლორია, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი
9 ივნისამდე პერიოდის შესახებ
1. გუნდში უნდა იყოს 2 მონაწილე
2. გუნდებმა უნდა მოიფიქრონ კაზუსები სამართლის ფილოსოფიაში და 7 ივნისამდე გადმოაგზავნონ მითითებულ მეილზე: gloria@ibsu.edu.ge
3. გიორგი ლორია 7 ივნისიდან 9 ივნისამდე პერიოდში, გადაარჩევს კაზუსებს და შეატყობინებს გუნდებს იმის შესახებ თუ რომელი კაზუსი დაიშვება შეხვედრაზე.
გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცემათ: – პროექტში გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატები – იბსუს ბრენდირებული ნივთები – განსაკუთრებული პრიზი
დანარჩენი გუნდის წევრებს გადაეცემათ: – პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მითითებული სარეგისტრაციო ბმული: docs.google.com/forms
გისურვებთ წარმატებებს !