ევროპის დღეები IBSU-ში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ევროპის დღეები IBSU-ში

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფუძნებული “სამართლის კლუბი” 28-29 მაისს  მართავს ტრენინგ-კურსს.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის:

  • ევროკავშირის შექმნის ისტორია
  • ევროკავშირის საქმიანობის ორგანოები
  • ევროკავშირის სამართლის წყაროები
  • ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა.
  • ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა.

ტრენინგ-კურსი  დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი აქტივობით, ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება ინტელექტუალური თამაში,  იმ თემების შესახებ, რომელიც განხილული იქნება პროგრამის მიმდინარეობისას.

თამაშის ბოლოს გამოვლინდება  3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი უფრო მეტი გაიგონ ევროკავშირის შესახებ.

ტრენინგ-კურსის ფარგლებში თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ბრენდირებული საჩუქრები, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfF3Bl7AL0RdaosK6zSD8wkIrKfGVUIV6JEcm9XwAKWS3v5lQ/viewform?fbclid=IwAR30ww6_2ZcDKI2_BsRkHA590SxhZg_6tADZ0aKOMR65r-5_RtGwu8WGK2I

სააპლიკაციო ფორმა ღიაა 23 მაისიდან 27 მაისის  20:00 საათამდე.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  lc@ibsu.edu.ge

წარმატებებს გისურვებთ!

Date

მაი 28 - 29 2022
Expired!

Time

12:00 PM - 3:00 PM