IBSU-ს ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

IBSU-ს ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა

26 თებერვალს IBSU-ს  ყოველწლიური ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდება.

ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები. სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

ოლიმპიადაზე პირველი, მეორე და მესამე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები მიიღებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა გრანტს. ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის ლინკი: ibsuolympiad

IBSU  სასკოლო ოლიმპიადას ყოველწლიურად ატარებს და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი გამოცადონ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.

Date

თებ 26 2022
Expired!

Time

11:00 AM - 1:00 PM