
IBSU-ს ტურისტული სოფელი
ჩატარების ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ჩატარების დრო: 11 მაისი, 3 საათი
ხანგრძლივობა: 3 საათი
მონაწილეები: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აკადემიური/მოწვეული პერსონალი და აბიტურიენტები
ღონისძიება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
- ტურისტული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა (ღიაა ყველა მონაწილისთვის)
IBSU-ს ტურისტულ სოფელში მოეწყობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელითნაკეთობების, მცირე ტურისტული ბიზნესების და ტურისტული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
- ,,ტურისტული სოფლის ორგანიზება“ – შეჯიბრი ჯგუფებს შორის
სალაშქრო/ტურების ინვენტარის მართვის ჯგუფი (10 მონაწილე – 2 ჯგუფი) – დავალების პირობა: სალაშქრო ინვენტარის აწყობა და ტურისტული სოფლის მომზადება (დრო: 35 წუთი), გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა და დაჯილდოება (კომისიის წევრები- ტურიზმის პროგრამის ლექტორები)
- ,,იბსუ-ში ტურისტული დესტინაციის/ლოკაციის შესახებ ლეგენდის შექმნა“ – შეჯიბრი ჯგუფებს შორის (სამიზნე ორი 10 კაციანი ჯგუფი)
ტურისტული დანიშნულების ადგილის სამუშაო ჯგუფი (10 მონაწილე – 2 ჯგუფი) -დავალების პირობა: ლეგენდის შექმნა- იბსუ-ს რომელიმე ლოკაცია/ობიექტი, როგორც ტურისტული დესტინაცია, (დრო: 35 წუთი, გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა და დაჯილდეობა) (კომისიის წევრები: ტურიზმის პროგრამის ლექტორები)
საჩვენებელი ლექცია/სიმულაცია
გიდის (სტუდენტი/კურსდამთავრებული) მიერ ორგანიზებული ტური (კეიტერინგი- გასტრონომიული ტური) მოწვეული სტუმრებისთვის.
ადგილი -სასადილო ან მიმდებარე ტერიტორია