ფილმის ჩვენება - "მე და ევროპა". - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ფილმის ჩვენება – “მე და ევროპა”.

31 მაისს, სამშაბათს, 16:30 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გიწვევთ ფილმის ჩვენებაზე  – “მე და ევროპა”.
ფილმი მომზადდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, რეჟისორ გიორგი ქველიძესთან მჭიდრო თანამშრომლობით, სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის. მისი სახელწოდებაა “მე და ევროპა” და ის საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის 4 სამიზნე რეგიონში: კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში გადაღებული ოთხი ამბისგან შედგება.
ევროპის დღეს აღინიშნება ევროკავშირის შექმნა, მისი ისტორია და მიზანი, რომ ევროპაში ომი შეუძლებელი გამხდარიყო. ეს დღე, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის აღნიშვნის შესაძლებლობას იძლევა. ფილმი მოგვითხრობს მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, იმ ღირებულებებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოსთვის.
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი
დასაწყისი: 16:30 საათი.
ფილმის ჩვენება ჩატარდება საკონფერენციო დარბაზში.
ღონისძიება ინიცირებულია საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის მიერ.
ფილმის მიწოდებისთვის მადლობა EU neighbours east და European Union in Georgia – ს.

Date

მაი 31 2022
Expired!

Time

4:30 PM - 7:00 PM