განათლების, ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

განათლების, ენისა და ლიტერატურის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია

განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს, 10:00 საათზე. Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო კონფერენცია ჩატარდება ელექტრონულად პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია შეკრიბოს მკვლევარები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები, რათა განიხილონ საკითხები, დაძლიონ რეალური გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაიზიარონ მოსაზრებები, იპოვონ გადაწყვეტილებები და გამოიკვლიონ შესაძლებლობები განათლების სფეროებში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ტრადიციულად მრავალი ქვეყნის მკვლევარები და პრაქტიკოსები. კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური. ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში (ISSN: 2298-0180).

6 მაისს კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი მთავარი მომხსენებელი აშშ-დან.

  • ლოტი ბაიკერი – რეგიონალური ინგლისური ენის ოფიცერი, აშშ
  • მეგან მორანი – ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტი, აშშ
  • დოქტ. რავლინს ვილიამსი – აღმოსავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ
  • ბილ რიჩი – Red House Learning-ის დამფუძნებელი, აშშ

 

 

7 მაისს ამერიკელი მომხსენებლები ჩაატარებენ ვორქშოფებს:

  •  კაილა მაკმილანი – თემა: სტუდენტების მოტივაციის გაზრდა სინქრონული და არასინქრონული აქტივობებით;
  •  კევინ ჰირში – თემა: ინგლისური ინტონაციის სოციალური განზომილებების გააზრება და სწავლება;
  •  სტივენ გომესი – თემა: საკლასო ოთახის მართვა: მოსწავლეთა კორექტირების ტექნიკა;
  •  ანნა საირიანი-დინ და შელინ რიელ – თემა: სოციალური მედია ენის საკლასო ოთახში.
  • ვორქშოფებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: აბსტრაქტები

(კონფერენციის ოფიციალური ვებგვერდი: https://ircelt.ibsu.edu.ge/)

Date

მაი 06 - 07 2022
Expired!

Time

10:00 AM - 1:00 PM