
საჯარო ლექცია – “რუსული საინფორმაციო ომის მეთოდი, გავლენა და თავდაცვის მექანიზმი”
მოგესალმებით!
ძვირფასო სტუდენტებო, სტუდენტური თვითმართველობა გთავაზობთ საჯარო ლექციას ყველასთვის აქტუალურ თემაზე “რუსული საინფორმაციო ომის მეთოდი, გავლენა და თავდაცვის მექანიზმი,” რომელსაც წარუძღვება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კომუნიკაციის სპეციალისტი, ქალბატონი მარიამ სხილაძე.
საჯარო ლექციის ჩატარების თარიღია – 3 ივნისი, პარასკევი, 15.00 საათი.
ღონისძიება გაიმართება ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში!