

სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის დედაქალაქს უბრუნდება

ხარ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე და ეძებ შენი მომავლის პროფესიას

პროექტი „ სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ ბრუნდება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით და მზადაა დაგეხმაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შემოგვიერთდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და გაიგე მეტი შემდეგი მიმართულებების შესახებ:

საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა

ეკონომიკა

საერთაშორისო ურთიერთობები

ჟურნალისტიკა

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

ტრენინგის განმავლობაში საშუალება გექნებათ, გაიღრმავოთ მიღებული ცოდნა სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობების საშუალებით

პროექტის მიმდინარეობის თარიღი- 30 აპრილი-1 მაისი

პროექტის მიმდინარეობის დრო- 12:00-16:00 სთ.

ტრენინგები ჩატარდება კოვიდ-რეგულაციების დაცვით.

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა.