ვებინარი "კორპუსები და ინოვაციური მეთოდები ინგლისური ენის უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლებისთვის“ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ვებინარი “კორპუსები და ინოვაციური მეთოდები ინგლისური ენის უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლებისთვის“

IBSU-ს განათლების მეცნიერებათა მიმართულების პროგრამების ფარგლებში ჩატარდება ვებინარი თემაზე „კორპუსები და ინოვაციური მეთოდები ინგლისური ენის უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლებისთვის“ უნივერსიტეტების ინგლისური ენის ლექტორებისთვის.

კორპუსი გახლავთ ავთენტური, წერილობითი თუ ზეპირი, ტექსტების ელექტრონული კოლექცია. ის არის ღირებული რესურსი ლინგვისტებისთვის, მკვლევარებისთვის, მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის რეალური ენის მიმოხილვისა და ანალიზისთვის. კორპუსზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს ენის სწავლების ინოვაციურ და რევოლუციურ ტენდენციას, როგორც ენის შესწავლის, ასევე უწყვეტი განათლების უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით.

ვებინარი გააცნობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ინგლისური ენის ლექტორებს კორპუსთან დაკავშირებულ უცხო ენის სწავლის მიმართულებებს და მიაწოდებს ახალ იდეებს, რომელიც სასარგებლოა 21-ე საუნის სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

ვებინარს ჩაატარებს განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი – ნინო წულაია.

სამუშაო ენა: ინგლისური

შეხვედრის ბმული:

https://us02web.zoom.us/j/87893477224?pwd=a1RTQWh6V3h3ckFhNmdsUWpKR1c2Zz09

Date

მარ 18 2022
Expired!

Time

7:00 PM - 9:00 PM