სამართლის ფაკულტეტი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Image Alt

სამართლის ფაკულტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა თითქმის ათი წელია არსებობს: უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სამართლის ფაკულტეტის ფარგლებში. 2015 წლიდან, ასევე ფუნქციონირებს შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ორივე მათგანი მიმართულია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისათვის კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის, პროგრესულ ღირებულებებზე აღზრდილი პროფესიონალის მომზადებაზე. ფაკულტეტზე შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს ისეთი პროფესიული განათლება და შეიძინოს ზოგადი, თუ სპეციალურ უნართა კომპლექსი, რომელიც ეფექტიანი, წარმატებული საქმიანობისა და სათანადო თვითგანვითარების შესაძლებლობას მისცემს. ამ მიზნით, სტუდენტის განკარგულებაშია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო მასალები, ინდივიდუალური სასწავლო პროცესის ორგანიზების საშუალებები. სტუდენტს ემსახურება სათანადო ადმინისტრაციული და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი, რომელთა შორის არიან დარგის გამორჩეული პრაქტიკოსები ექსპერტები.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

სამართლის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესში ოპტიმალურადაა კომბინირებული სწავლის თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები. სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით სტუდენტებს ერთვებიან სამართალშემოქმედების, ყოველდღიური რეალიზაციისა და მართლმსაჯულების რეალურ მიმდინარე პროცესებში.
კარიერა და დასაქმება

სასწავლო პროცესი, უპირატესად, ეფუძნება შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს, რაც სტუდენტს სძენს რეალური პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ უნარებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული მზად არის პროფესიაში წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად, რაც აისახება პროფესიით დასაქმების მაღალ მაჩვენებელში. უფრო მეტიც – კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, თავიანთი კვალიფიკაციის ხარჯზე და ფაკულტეტის ხელშეწყობით, დასაქმებულია ჯერ კიდევ სწავლის პროცესის დასკვნით ეტაპზე.
გაცვლითი პროგრამები

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, მსოფლიო მასშტაბით 20-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, სტუდენტებს, ასევე ვთავაზობთ პროფესიულ და სტუდენტურ, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო დონის იმიტირებულ სასამართლო, საარბიტრაჟო და მედიაციის პროცესებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: lawfaculty@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2595006 (203)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. თბილისი 0131 საქართველო
ოთახი: A204