სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Image Alt

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმატებით ფუნქციონირებს თავისი მრავალრიცხოვანი სტუდენტებითა და მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით. ფაკულტეტი მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და პრაქტიკული უნარების ერთობლიობით უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე, სთავაზობს რა დასავლური ტიპის უმაღლეს განათლებას მაღალი დონის ქართველი, ევროპელი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით მოწვეული ამერიკელი პროფესურის მეშვეობით, რაც ეყრდნობა წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების გამოცდილებას. ფაკულტეტის პროგრამების უმრავლესობა ინგლისურენოვანია, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას პროფესიულად დაეუფლონ ინგლისურ ენას, გააგრძელონ სწავლა ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში. სპეციალობით გათვალისწინებული კურსების გარდა სტუდენტები შეისწავლიან მეორე უცხო ენასაც (ესპანური, ფრანგული, გერმანული, რუსული, თურქული).

აკადემიური და სოციალური აქტივობები

ფაკულტეტზე მაღალია აკადემიური და სოციალური აქტივობა, რაც გამოიხატება ყოველწლიური მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებით; უნივერსიტეტი მხარს უჭერს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებში. ამასთან, მოქმედებს სტუდენტური კლუბები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობასაც სტუდენტები დამოუკიდებლად უძღვებიან.
კარიერა და დასაქმება

სტაჟირება საგანმანათლებლო პროგრამების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, ჩვენ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. სტაჟირების დასრულების შემდეგ, ჩვენი სტუდენტების ნაწილი სამუშაოდ რჩება ამა თუ იმ ორგანიზაციაში.
გაცვლითი პროგრამები

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს მასშტაბით ევროპის, ამერიკის და აზიის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: www.iro.ibsu.edu.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: contact@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2595006
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. თბილისი 0131 საქართველო
ოთახი: N 200