[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU უკრაინელ სტუდენტებს სწავლის დასაფინანსებლად 50%-იან გრანტს გადასცემს

16.03.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სახელით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

ვუერთდებით მსოფლიო პროტესტს და ვგმობთ აგრესიის ამ უსასტიკეს გამოვლინებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უცხადებს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებას.

ამ მიმართულებით, უნივერსიტეტში რეგულარულად ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები:

  • გაიმართა საჯარო ლექცია „ომი და მშვიდობა“;
  • ჩატარდა პანელური დისკუსია: „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე“;
  • ახალი სასწავლო წლიდან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც სწავლას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყებენ/მობილობის წესით ჩაირიცხებიან/აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს, ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით პროგრამით განსაზღვრული სწავლის პერიოდის დასაფინანსებლად. სტიპენდია გავრცელდება უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე;
  • უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ფონდი და თანამშრომელთა შემოწირულობები ქველმოქმედების სახით გადაერიცხება უკრაინელ ხალხს;
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გეგმავს სისხლის დონაციას.

გვჯერა, რომ ბოროტება მუდამ დამარცხდება განათლებით, დიალოგით, ურთიერთსიყვარულით და მსოფლიოში დაისადგურებს მშვიდობა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭო,

საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

დოქტ., საფფეთ ბაირაქთუთან