პროგრამის აღწერა
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების სფეროს პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ ადმინისტრირებისათვის ღრმა სისტემურ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს (კვლევა; განათლების სისტემაში არსებული ადამიანური და ფინანსური პროცესების დაგეგმვა, მართვა, შეფასება, მონიტორინგი და განვითარება) და იცავენ პროფესიულ ეთიკის ნორმებს. აგრეთვე, პროგრამის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ თვით- და ურთიერთშეფასება, დამოუკიდებელად სწავლის სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება.
მიღება
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
- სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება;
- უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;
გაითვალისწინეთ!
- განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან;
- უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა;
- საქართველოს ტერიტორიაზე არმყოფი კანდიდატებისათვის, სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოც(ებ)ის ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ რეჟიმში;
- თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;
- გამოცდ(ებ)ი სპეციალობაში ტარდება პროგრამის განხორციელების ენაზე.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- 2 ფოტო(3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით;
- CV;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – იბსუ-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო;
- განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.
- საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი და დანართი.
- კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge
დასაქმება
ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში – საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალი. კურსდამთავრებულს შეუძლია იმ სამთავრობო თუ არა-სამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში დასაქმება, რომლებიც მუშაობენ განათლების საკითხებზე. ასევე, არის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
შეღავათები
თუ უკვე მოიპოვეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამ გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.
უკრაინის მოქალაქეებისთვის:
უკრაინის მოქალაქე სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს, პროგრამით განსაზღვრულ სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).
შეღავათი შეეხება:
ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;
ბ) სტატუს აღდგენილებს:
გ) მობილობით გადმოსულებს.
სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).
________________________________________________________________________________________________________
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლების ენა: ქართულენოვანი
პროგრამის მოცულობა: 2 წელი (120 ECTS კრედიტი)
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი
შენიშვნა: თუ რეგისტრაციას გაივლით 20-31 აგვისტოს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 11-16 სექტემბერს, ისარგებლებთ 30%_იანი ფასდაკლებით.
თუ რეგისტრაციას გაივლით 11-18 სექტემბერს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 25-27 სექტემბერს, ისარგებლებთ 15%_იანი ფასდაკლებით
დეტალები იხილეთ ლინკზე
სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 9900 ლარი
ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაზე, სტიპენდიაზე და შეღავათებზე ხელმისაწვდომია: www.ibsu.edu.ge/ge/internal-grants/
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია
ელ-ფოსტა: tamarmshvidobadze@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2595006 (117)