[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საერთაშორისო ურთიერთობები

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

პროგრამის აღწერა

საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ სწავლაზე მორგებულ დინამიურ გარემოს სტუდენტების შეზღუდული რაოდენობისთვის. მცირე ჯგუფების და კვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორების მეშვეობით, პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტების აკადემიურ დისკურსსა და კონსტრუქციულ დებატებში ჩართულობით. პროგრამას გააჩნია ძლიერი კვლევითი კომპონენტი და გამოარჩევს ფოკუსირება საქართველოზე, მის სამეზობლოსა და საგარეო პოლიტიკაზე. საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხების სწავლებაზე ორიენტირებული სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამა მოიცავს არჩევითი კურსების მრაფალფეროვან არჩევანს, რომელთა საშუალებითაც მაგისტრანტებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა სასურველ სფეროებში.

კარიერული შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში და ა.შ. ამასთან, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია განაგრძოს სწავლა სადოქტორო პროგრამაზე და გაზარდოს საკუთარი კვალიფიკაცია ორიგინალური სამეცნიერო კვლევის განხორციელების საშუალებით.

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება

  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  2.  საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  3. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში.*

* ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან:

  1. განმცხადებლები, რომელსაც აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE).
  2. განმცხადებლები, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვთ დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მათი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ჩარიცხვის წესი იხილეთ ბმულზე:
www.iro.ibsu.edu.ge

სწავლის საფასური და შეღავათები

მისანიჭებელი ხარისხი:  სოციალური მეცნიერებების მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში.
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 5100 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი

შეღავათები:

  1. -20% საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციას გაივლიან 2021 წლის 26 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით;
  2. ფიქსირებული გადასახადი 2500 ლარის სახით შზსუ-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
  3. -25% შზსუ-ს საბაკალავრო პროგრამის უცხოელი კურსდამთავრებულებისათვის;
  4. -15% დედმამიშვილებისთვის, რომლებიც ერთდროულად სწავლობენ შზსუ-ში.

(* სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში, ფასდაკლება მოქმედებს დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)