[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” თბილისის ოფისთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა მკვლევარებისათვის სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ანალიზი.“ პროექტის მიზანია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს შესახებ პოლიტიკის მემორანდუმის ან პოლიტიკის ნარკვევის შემუშავების მიზნით.

პროექტი ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ კვლევითი, ანალიტიკური და წერითი უნარ-ჩვევები პროფესიონალი ექსპერტების მხარდაჭერით. ასევე, ისინი იმუშვებენ  რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ კვლევაზე და აღნიშნული ცვლილებების შედეგებზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

დეტალური ინფორმაცია გრანტის შესახებ იხილეთ ლინკზე —> https://gip.ge/call-for-young-researchers-from-georgia-armenia-and-azerbaijan-on-the-geopolitical-shifts-in-the-south-caucasus-region-2/