[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება

22.07.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყება 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა.

მობილობის ეტაპებია:

  • 2024 წლის 21 აგვისტოდან – 2024 წლის 9 სექტემბრის 18:00 საათამდე – მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა;
  • 2024 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით – მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის წარმოდგენა;
  • 2024 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით – კრედიტების აღიარება;
  • 2024 წლის 13 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით – მობილობის წესით ჩასარიცხი პირების მიერ შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გაფორმება
  • 2024 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით – სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა.

პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ, 2024 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, მობილობის მსურველმა სტუდენტმა შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება
  • დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი)
  • უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით)
  • პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი
  • ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე)
  • მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მობილობის წესით სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

გაითვალისწინეთ! მობილობის უფლება სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს მიეცემა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო-პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი (იმ სტუდენტებისთვის, ვინც საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა 2020 წლამდე)/ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული მესამე შესაბამისი არჩევით – სავალდებულო საგანი (იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ).

შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა და განცხადების მიღება/რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურში წარდგენით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მობილობაში მონაწილე პირი. ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 შესაბამისი დონე; მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია:

ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი

) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B2/C1 დონეზე

) უცხო ენაში B2 დონის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ არ დასტურდება B2 დონის ცოდნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია IBSU-ს ვებგვერდზე www.iro.ibsu.edu.ge ან დაუკავშირდით ელფოსტაზე – iro@ibsu.edu.ge; მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით უნდა დაადასტურონ (თანხმობა/უარი) 13-19 სექტემბერს. თანხმობის შემთხვევაში მობილობის წესით ჩასარიცხი პირი ხელს აწერს IBSU-ში მობილობის წესით ჩარიცხვისა და კრედიტების აღიარების თანხმობის ფორმას, რითაც ადასტურებს, რომ ეთანხმება შედარების აქტში მოცემულ ინფორმაციას კრედიტების აღიარების შესახებ და მის სურვილს რომ სწავლა გააგრძელოს IBSU -ში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

● საბუთებთან და მობილობის პროცესთან დაკავშირებით – სტუდენტთა მომსახურებისა და რეესტრის სამსახურს ელ. ფოსტაზე studentaffairs@ibsu.edu.ge

ტელეფონი: 032 2800064 (133/155)

● პროგრამასთან და კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით – შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.