[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU იწყებს ნივთების შეგროვებას თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის

10.02.2023

IBSU უერთდება საქველმოქმედო აქციას და თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვებას იწყებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის IBSU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

მსურველებმა ნივთები უნდა დატოვონ IBSU-ს A კორპუსში, 108-ე ოთახში, 11 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

საჭირო ნივთების ჩამონათვალი:

  • ქურთუკი – პალტო
  • საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • შარფი – კაშნე
  • ბერეტი
  • წინდა
  • საბანი
  • საძილე ტომარა
  • საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
  • ბავშვთა კვება
  • ბავშვის საფენები
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
  • ქალის ჰიგიენური პაკეტები.

შეგროვილი ნივთები გადაეცემა საქართველოში თურქეთის საელჩოს.