[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

26.05.2023
IBSU-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელიც მოიცავდა ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალსა და კონცერტს IBSU-ს ცეკვისა და ხალხური სიმღერის ანსამბლებისა და IBSU-ს ბენდების მონაწილეობით.
ესეების კონკურსმა 70-მდე მოსწავლიდან საუკეთესო სამეული და ათეული გამოავლინა. პირველი სამი ადგილის მფლობელებს 2000, 1500 და 1000 ლარიანი სასწავლო გრანტები გადაეცათ. ყველა მონაწილე სერტიფიკატებითა და ბრენდირებული ნივთებით დაჯილდოვდა.
IBSU გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!