[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

24.01.2022

იაგო ჩაფიძე

 

“გამარჯობა, მე ვარ იაგო, მაგისტრატურის სტუდენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. წელს მოვიპოვე ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება და გაცვლითი პროგრამით სწავლას ვაგრძელებ ვილნიუსში.

 

ბაკალავრიატის პერიოდში მონაწილეობა მივიღე ერასმუს + პროგრამაში, გერმანიაში, ცვიკაუს მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და აქ მიღებული გამოცდილება დამეხმარა ამჟამინდელ პროგრამაში მარტივად შევგუებოდი გარემოს. ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივია ჩემთვის. შევიძინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და კიდევ უფრო ღრმად გავეცანი მათ კულტურას. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივები ძალიან მეგობრულად არიან განწყობილნი და ყოველთვის მზად არიან გვერდით დაგიდგნენ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც აქ ვარ და უკვე ძალიან ბევრი დაუვიწყარი მოგონება დამიგროვდა.

 

 

 

 

 

რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებელს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა შეიძინო ახალი მეგობრები. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ დიდ სახლში, სადაც ყველა მეგობრულადაა ერთმანეთის მიმართ განწყობილი. უნივერსიტეტი, რომელშიც ამჟამად ვსწავლობ, ერთ-ერთი წარმატებულია ლიეტუვის მასშტაბით და უამრავ საერთაშორისო სტუდენტს მასპინძლობს, გამორჩეულია, აგრეთვე, სწავლის მაღალი დონით და კვალიფიციური ლექტორებით.

 

 

 

 

 

ლიეტუვის მოქალაქეები ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავენ საქართველოს მიმართ და დიდ პატივს სცემენ ქართულ კულტურას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა განვითარდე როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად, რაც ნებისმიერ სტუდენტს დაეხმარება წარმატებულად წარმართოს კარიერა სამომავლოდ. მინდა ვურჩიო ჩვენს სტუდენტებს, გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობები და მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რასაც IBSU აძლევს ნებისმიერ სტუდენტს.”