შიდა გრანტები – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Image Alt

შიდა გრანტები

“გრანტს + გრანტი”

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 30%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

კალკულატორიგამოითვალე შენი გადასახადი გრანტს + გრანტის სისტემით

%
ლარი წელიწადში
ლარი წელიწადში

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები

თუ ხარ სახელმწიფო გრანტის მფლობელი, საჯარო და კერძო სკოლების ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 4 წლის განმავლობაში, 100% და 70% და 50% -იანი გრანტით დაგაფინანსებს.

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

მედალოსნები, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და იბსუში ჩაირიცხებიან მიიღებენ 40%-იან შიდა გრანტს.

კალკულატორიგამოითვალე შენი გადასახადი ოქროსა და ვერცხლის მედალოსნობის შემთხვევაში

%
ლარი წელიწადში
ლარი წელიწადში

რა შემთხვევაში მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტიპენდიას?

თუ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მასშტაბით, პირველ 500 აბიტურიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

თუ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მასშტაბით, პირველი 500 დან 1000 აბიტურიენტს შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%-იან სასწავლო გრანტს და 4 წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.

თუ ხარ “მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX)” მონაწილე და სახელმწიფო გრანტის მფლობელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 4 წლის განმავლობაში, 100% და 70% და 50% -იანი გრანტით დაგაფინანსებს.

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

FLEX-ელი, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და იბსუში ჩაირიცხებიან მიიღებენ 40%-იან შიდა გრანტს.

რა შემთხვევაში მიიღებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა დაფინანსებას?

თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს (კოდი 064) უპირატესობას მიანიჭებ და უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველს ჩაწერ, 20%-იან დაფინანსებას მიიღებ.

თუ ხარ საქართველოს 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ-სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე, გადახვედი III ტურში და ამავე დროს აიღე ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტი, უნივერსიტეტისგან მიიღებ 100%, 70% და 50%-იან დაფინანსებას;

თუ ხარ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 100%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 70%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი, მიიღებ IBSU-ს 50%-იან გრანტს დარჩენილი თანხის დასაფარად.

თუ ხარ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 50%-ს დაგიფინანსებს;

თუ შენი ოჯახის წევრი (დედა, მამა, და, ძმა) არის შეიარაღებული ძალების მოქმედი წარმომამდგენელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ;

თუ შენი და-ძმა, ან შენი ოჯახის სხვა წევრი, უკვე სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ (ამ შეღავათზე არ მოქმედებს პუნქტი);

თუ ხარ “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან 50%-იან დაფინანსებას მიიღებ (ამ შეღავათზე არ მოქმედებს პუნქტი);

თუ გსურს სწავლის გადასახადის ნაწილ-ნაწილ გადახდა, შეგიძლია გადახდის მოქნილი გრაფიკით ისარგებლო და შენი სწავლის საფასური 8 თვეზე გადაანაწილო.

იბსუს გრანტის შენარჩუნების პირობები

* შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოპოვებული გრანტით ან დაფინანსებით 4 აკადემიური წლის განმავლობაში ისარგებლებ იმ შემთხვევაში, თუ შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი ყოველი წლის ბოლოს არ იქნება 71 (GPA) ქულაზე ნაკლები, ხოლო თუ შენ ხარ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგით პირველ 500-ეულში და 1000-ეულში მოხვედრილ სტუდენტებს შორის და იღებ IBSU-ს ყოველთვიურ სტიპენდიას, მის შესანარჩუნებლად შენი საშუალო აკადემიური მაჩვენებელი (GPA) ყოველი წლის ბოლოს არ უნდა იყოს 91 ქულაზე ნაკლები.

** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რამდენიმე დაფინანსების მიღების შემთხვევაში არ მოქმედებს შეკრებითობის პრინციპი, პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე მაღალ დაფინანსებას.