იაპონური მანგების კონკურსი IBSU-ში
29.03.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იაპონური კულტურის კლუბის ორგანიზებით ტარდება იაპონური მანგების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც X-XI-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსის სპონსორები არიან:

Parsek1

Miniso

Biblusi
პრიზები:
I ადგილი – Parsek-სგან მანგის ეგზემპლარი, Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი,
Biblus-ის 50 ლარიანი ვაუჩერი
II ადგილი – Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის 30 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი – Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის 20 ლარიანი ვაუჩერი
ასევე, ყველა მონაწილეს აქვს შანსი გახდეს “Parsek1-ის რჩეული”, რომელთანაც Parsek1 გააგრძელებს თანამშრომლობას
მოთხოვნები:

ნამუშევარზე შეუძლია იმუშაოს მაქსიმუმ ორმა ადამიანმა (ერთი მონაწილის მიერ შესრულებული ნამუშევარი უპირატესობად არ ჩაითვლება)

ჟანრი:

ფანტასტიკა

რომანტიკა/ყოველდღიური

დეტექტივი/ფსიქოლოგიური
ჩაბარების ბოლო დღე : 30 აპრილი
გვერდების მინიმალური რაოდენობა: 12
ენა: ქართული ან ინგლისური
ნამუშევრის ფორმატი: 
ციფრული(მაგ: პროგრამულ უზრუნველყოფაში შესრულებული)
ან

ფიზიკური(მაგ: თაბახზე შესრულებული)
ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ჟანრის რელევანტურობა

ორიგინალურობა

ვიზუალური მხარე

თითეული კრიტერიუმი – 10 ქულა

მაქსიმალური შეფასება – 30 ქულა

Საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 8 მაისს

ნამუშევრებს შეაფასებს კლუბის ადმინისტრაცია და Parsek1-ის წარმომადგენელი
წესები:

მანგას უნდა ჰქონდეს ყდა (Cover Page)

მანგა უნდა იკითხებოდეს მარჯვნიდან მარცხნივ

მანგა არ უნდა შეიცავდეს ფანსერვისს და 18+ მასალას (სიშიშვლე)
ჩაბარების ფორმატი:

შესრულებული ნამუშევრები უნდა იქნას გამოგზავნილი კლუბის ელექტრონულ ფოსტაზე (
jcc@ibsu.edu.ge) Subject-ში მიუთითეთ “Manga Contest”

გამარჯვებულებს პრიზები გაეგზავნებათ ფოსტის მეშვეობით (საქართველოს მასშტაბით)