[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი სალომე კუჭუხიძე სამართალმცოდნეობის პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ახალმა დეკანმა სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.        

სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა. წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის სამართლის სკოლის სწავლების ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად. ქალბატონი

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელმა, ქეთი ქოქრაშვილმა პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტებისა და რეგულაციების შესახებ.

„საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "საჯარო ადმინისტრირების საკითხები."  

საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით , IBSU-ს მესამე კურსის სტუდენტმა, BDC აკადემიის ლექტორმა, ვაკო ყორღანაშვილმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია ეფექტური ხერხებით სასურველი ტრენინგების და პროექტების მოძიების შესახებ.

საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა გაცვლითი პროგრამების ორგზის მონაწილე IBSU-ს სტუდენტ მარიამ ბანეტიშვილთან, რომელიც სემესტრული გაცვლითი პროგრამით საფრანგეთისა და ესპანეთის უნივერსიტეტებში სწავლობდა. მარიამმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები გააცნო.

IBSU-ს სამართლის სტუდენტები, მანჩო გაჩეჩილაძე და ბაჩო დეკანოია “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის 2023-ის” გამარჯვებულები არიან! იმიტირებულ პროცესში 12 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. წერილობით ეტაპი 8 გუნდმა გადალახა, ხოლო ფინალში 3 გადავიდა. ფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: თამარ ხუბულური, ანა

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით,  IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები საჯარო სექტორში," რომელსაც უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.

IBSU-ს სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის სკოლის დელეგატის, ვერიკო სირიასა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა პროექტი „რთული შემთხვევები სამართალში,“ რომელშიც ხუთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. პროექტში გაიმარჯვა თინათინ ქიმბარიშვილისა და გვანცა ძოწენიძის გუნდმა, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები, ბრენდირებული საჩუქრები, ფრიდრიხ ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის წიგნები და კავეას ბილეთები.

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების ორგანიზებით, საგნის "პროექტის მართვა" ფარგლებში გაიმართა პროგრამის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, სადაც მათ სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები.