[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს სტუდენტების, მანჩო გაჩეჩილაძის, გიორგი წიკლაურის, ბაჩო დეკანოიასა და მარი ლომუაშვილის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ასრულებდნენ

ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და მკვლევარმა, დავნოროვ დონიორბეკ აბდულო ოგლიმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე ლექცია ჩაატარა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა ლექტორმა იურისტის პროფესიაზეც ისაუბრა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-მ არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენელს, თინათინ ებანოიძეს უმასპინძლა, რომელმაც ორგანიზაციის წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობაზე. ასევე, შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრა ორგანიზაცია

IBSU-ს გუნდი ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია. სტუდენტური კონკურსის ფინალში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე რვა გუნდმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თამარ ბლიაძის, მარიამ მღებრიშვილის, მანანა გაჩეჩილაძისა და ბიჭიკო დეკანოიას შემადგენლობით; იმიტირებული პროცესის საუკეთესო გამომსვლელად კი მარიამ მღებრიშვილი დასახელდა. IBSU-ს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იურისტ გოგა კიკილაშვილის წიგნის "ბიზნეს სამართალი" პრეზენტაცია გაიმართა. ორენოვანი სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის. "ბიზნეს სამართალი" IBSU-ს ხელშეწყობით გამოიცა.

IBSU-ს სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა, ეკა ახალკაცმა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა, ეთუნა ზამთარაძემ და მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის

IBSU-ს სამართლამცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ, სადაც სასამართლო სხდომებს დაესწრნენ და რეალურ გარემოში დაკვირდნენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს.  

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებმა X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "სამართალი მოსწავლეებისთვის." ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში 40-მდე მოსწავლე გაეცნო სამართლის საფუძვლებს, სამართლის დარგებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლო სისტემასა და სხვა რელევანტურ თემებს. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს. ტრენინგის

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "ქალები მართლმსაჯულებისთვის." უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა სასწავლო კურსი სტუდენტებისა და სტუდენტური მოძრაობების წევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცვლილებებისთვის აკადემიურ სივრცეში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობენ საუნივერსიტეტო ცხოვრება ან/და განათლების სისტემა უკეთესობისკენ შეცვალონ. სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების