[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

სამართალი ფილმებში არის 8 სესიისგან შემდგარი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების შემცველი ფილმების საფუძველზე იმსჯელონ სამართლებრივ საკითხებზე.

კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს:

  • შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის თანამედროვე ტენდენციების, სხვადასხვა დარგებში არსებული სამეცნიერო თუ პრაქტიკულ გამოწვევებისა და განვითარების ეტაპების შესახებ;
  • გამოუმუშავოს კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამისი მიდგომების განვითარების, ასევე საკუთარი სამართლებრივი დასკვნების თაობაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
  • გამოუმუშავოს სამართლის ნორმების, წყაროების, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთების უნარი;
  • გამოუმუშავოს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.

 

ლექციები ჩატარდება 01.02-28.02 პერიოდში, Google Meet პლატფორმის მეშვეობით.

შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება 1 მარტს, 19:00საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.