[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

სამართლის ფაკულტეტი

დასრულდა 2020 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული. მიმდინარე წელს კვირეულში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 11 უნივერსიტეტი, რომელთა ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული  სხვადასხვა სახის ღონისძიება.

საუნივერსიტეტო კვირეულს მხარს უჭერს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).

კვირეულის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები:

☑ საჯარო ლექცია თემაზე „Human Rights at times of Covid-19“

მოწვეული სპიკერი: ნატალია ვუტოვა- ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

☑ საჯარო ლექცია თემაზე საქართველოს წითელი ჯვრის ჰუმანიტარული მისია გლობალური პანდემიის პერიოდში“

მოწვეული სპიკერი: ნათია ლოლაძე-საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების მმართველი საბჭოს წევრი

☑ საჯარო ლექცია თემაზე “Freedom of Belief and Religion and its Restriction in Pandemic” მოწვეული სპიკერი: ქემალ შაჰინი