[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიხსნა  ზამთრის სკოლა – „სამართალი ფილმებში“.

„სამართალი ფილმებში“ არის 8 სესიისგან შემდგარი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეები (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და აბიტურიენტები) გაეცნობიან სამართლებრივი საკითხების შემცველ ფილმებს, მათი ანალიზის საფუძველზე გაიმართება დისკუსია-დებატები.

კურსის მიზანია  კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზით მათი გადაწყვეტის შესაბამისი გზების განვითარება.

კურსს გაუძღვებიან  სამართლის დოქტორები, სერგი ჯორბენაძე და უშანგი ბახტაძე. საზამთრო სკოლა ჩატარდება  1-28 თებერვალს, Google Meet პლატფორმის მეშვეობით. კვირაში ორი შეხვედრა, ჯამში 4 საათი.

შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

რეგისტრაციის ვადა: არაუგვიანეს 24 იანვრის 18:00 საათისა, ლინკზე: https://bit.ly/3A0O1sD

სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.