[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა სასწავლო კურსი სტუდენტებისა და სტუდენტური მოძრაობების წევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცვლილებებისთვის აკადემიურ სივრცეში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობენ საუნივერსიტეტო ცხოვრება ან/და განათლების სისტემა უკეთესობისკენ შეცვალონ.

სასწავლო კურსის შესახებ:

სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები  მომავალი საქმიანობისთვის.

ხუთდღიანი კურსის პროცესში მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად  განხორციელების ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად.

სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან.

მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • საუნივერსიტეტო სივრცეში ცვლილებების ინიციირებისა და განხორციელების გამოცდილება (თანამოაზრეებთან ერთად) ბოლო სამი წლის მანძილზე;
  • კონკრეტულ პრობლემაზე/გამოწვევაზე მუშაობის სურვილი;
  •  ახალი ცოდნის მიღების და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მოტივაცია;
  • სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური მოძრაობების წევრებთან თანამშრომლობის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ინტერესი.
  • სასწავლო კურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
  • დაესწროთ ხუთდღიან პირისპირ ტრენინგს სრულად 2023 წლის 24-29 მარტს (თბილისთან ახლოს);
  • 2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ჩაერთოთ პროგრამით გათვალისწინებულ ონლაინ და პირისპირ საკონსულტაციო სესიებში (სასწავლო კურსის პროცესში შემუშავებული სამოქმედო გეგმის/კამპანიის იდეის დასახვეწად);
  • 2023 წელს მონაწილეობა მიიღოთ სამოქალაქო აქტივისტებისთვის დაგეგმილ საველე/სასწავლო ვიზიტებში საქართველოში;
  • მიღებული ცოდნა გაუზიაროთ სხვა (ახალ) სამოქალაქო აქტივისტებს და თანამოაზრეებს.

დამატებითი ინფორმაცია:

  •  სასწავლო კურსის გავლისთვის არ გჭირდებათ უცხო ენის ცოდნა;
  • ხუთდღიანი სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისთან ახლოს;
  • USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა დაფარავს მონაწილეების რეგიონებიდან მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს.

სასწავლო კურსის თემებია:

  • საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მომავლის ხედვაზე მუშაობა;
  •  ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოვლენა-მობილიზება;
  • ცვლილების მექანიზმები: როგორ დავარწმუნოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
  • მიზანმიმართული კომუნიკაცია: ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების განსაზღვრა.

როგორ ჩაერთოთ:

სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა ონლაინ

ან გადაიღეთ და გამოგზავნეთ  ვიდეო  (მაქსიმუმ 5 წთ.), სადაც უპასუხებთ განაცხადის ფორმაში მითითებულ კითხვებს და ატვირთეთ ონლაინ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 3 მარტი. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mgabunia@ewmi.org 2023 წლის 1 მარტამდე.