[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

გენოციდი: The Crime of Crimes

სამართლის ფაკულტეტი

9 დეკემბერს მსოფლიოს მასშტაბით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული გენოციდის მსვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრი“-ის მიერ დაფუძნებული ,,გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრი“ – ისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, 4 დეკემბერს გაიმართება საჯარო ლექცია – ,,გენოციდი: The Crime of Crimes“
⚖ საჯარო ლექციის ფარგლებში განხილულ იქნება: გენოციდის, როგორც საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპები; 1948 წლის 9 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენცია;კონვენციის მიღების წინაპირობები და გამომწვევი მიზეზები;
დანაშაულთან მიმართებით, ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებანი და სხვა.
საჯარო ლექციის ფორმატში საუბარი ასევე შეეხება გენოციდის ცალკეულ შემთხვევებს, როგორიცაა პირველ და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებული გენოციდი (ჰოლოკოსტი), ისევე როგორც ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.
ლექციას წარუძღვება, სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ დაფუძნებული გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე.
✅საჯარო ლექცია გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით.
✅დასწრება შეუძლიათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
✅სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
🎯გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია : https://docs.google.com/…/1FAIpQLSf3v8bKja…/viewform…