საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები საჯარო სექტორში,” რომელსაც უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.