[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

IBSU უმასპინძლებს საჯარო ლექციას “მედიაგარემო 2021 წლის არჩევნების წინ”

IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამა მასპინძლობს მამუკა ანდღულაძის საჯარო ლექციას “მედიაგარემო 2021 წლის არჩევნების წინ”.
ლექციისას მიმოხილული იქნება 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინარე პერიოდში საქართველოში არსებული მედიაგარემო.
ჩატარების დრო: 2 ნოემბერი, 12:00 საათი
ჩატარების ადგილი: Online https://meet.google.com/sgw-nqcj-ykv
სპიკერის შესახებ: მამუკა ანდღულაძე ამჟამად არასამათავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მედიის პროგრამის მენეჯერია. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპის საბჭოში მედია პლურალიზმისა და ინტერნეტ მმართველობის პროექტების ოფიცრად. ასევე იკავებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ მედია და უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას.
მამუკა ანდღულაძეს მაგისტრის და დოქტორის ხარისხი ადამიანის უფლებათა და მედია სამართლის მიმართულებით გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.