კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს განათლებას როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.  სკოლის ფარგლებში  მოქმედებს 5 საგანმანათლებლო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (ქართული და ინგლისური სექტორები), არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისური სექტორი), კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები (ინგლისური სექტორი).

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს განათლება, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მოამზადოს საერთაშორისო დონის შესაბამისი კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია გამოცდილი და ახალგაზრდა კადრებით.

 

აკადემიური და სოციალური აქტივობები

სკოლა ორიენტირებულია სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი დონის,  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, განათლება. სწავლების პროცესში მთავარი აქცენტები კეთდება სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაზე, სწავლების ყველა საფეხურზე გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და  პროექტებზე მუშაობა.

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს სხვადასხვა სახის საინტერესო აკადემიურ და სოციალურ აქტივობებში, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას;

 

კარიერა და დასაქმება

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას  თანამედროვე დასაქმების ბაზარზე. საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს წარმატებით დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ. სტუდენტთა პრაქტიკით უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან კომპანიებთან.

 

გაცვლითი პროგრამები

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია 

ელ. ფოსტა: scsa@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2595006 (173)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. თბილისი 0131 საქართველო

ოთახი: A310; 325