[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს აფილირებული პროფესორი  ,,ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების” ხელმძღვანელი -ეკა დევიძე, როგორც ექსპერტი მონაწილეობს პროექტში: ,,Guria-CELEBRATE LIFE”/გურიის რეგიონის ბრენდის სტრატეგიის შემუშავება - განხორციელება ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება, 2021-2022წწ”. პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია: თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ და „პირველი ბლოკი“.

დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგა ბოლო წლებში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემები: იმპერიები და იმპერიალიზმი; ეკა ავალიანი; 2021  თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი I); ზაურ მჭედლიშვილი; 2021  თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი II); ზაურ მჭედლიშვილი; 2022  სამართლის საფუძვლები, მეორე გამოცემა; მალხაზ ჩახნაშვილი (ქართული, ინგლისური); 2021  15th International Silk Road Conference Proceedings; 2020  16 th International Silk Road Conference Proceedings;

IBSU-ს აფილირებულმა პროფესორმა, „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა დალი ოსეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო იუნესკოს "მსოფლიო ჟურნალისტური განათლების საბჭოს“ ონლაინ კონფერენციაზე Reimagining journalism education in the age of change",  რომელიც 3 წელში ერთხელ იმართება. წელს საერთაშორისო კონგრესს აშშ, ოკლაჰომას უნივერსიტეტი მასპინძლობდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა და კურსდამთავრებულებმა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოსცეს წიგნი სახელწოდებით: "მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები” (World Politics and Challenges for International Security). 427-გვერდიანი წიგნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა,  რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალმა"   მაღალი სამეცნიერო ინდექსი -Impact Factor Value of 2.357, მოიპოვა. მაღალი სამეცნიერო ინდექსი უნივერსიტეტის ჟურნალს ISI (International Scientific Indexing)-მ მიანიჭა, რომელიც მსგავს ინდექსს მნიშვნელოვან საერთაშორისო ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წელს პირველად ჩატარდა მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი პროექტის წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო

Scopus Q1 -მა გამოსცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის აზერ დილანჩიევის თანაავტორობით სტატია, ფინანსური განვითარებისა და განახლებადი ენერგიების კავშირის შესახებ. წიაღისეული საწვავი, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. შესაბამისად, აუცილებელია განახლებადი ენერგიის ინიციატივათა რაოდენობის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში HERD-ის პროექტში („საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“) ჩართულ აკადემიურ პერსონალთან და დოქტორანტურის სტუდენტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტთან ერთად ჩართულია Erasmus+ პროექტში HERD „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით  ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა. ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა,  მონაწილეობდნენ  მკვლევარები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის პირველ დღეს  განიხილეს  განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხები, არსებული გამოწვევები,