[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს აფილირებული პროფესორი ჩანდიგარის უნივერსიტეტში იყო მიწვეული

28.10.2022

IBSU-ს აფილირებული პროფესორი,  ,,ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების” ხელმძღვანელი -ეკა დევიძე, ინდოეთის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო ჩანდიგარის უნივერსიტეტში.

ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ჩატარდა სესიები. ამავე უნივერსიტეტის, ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან მოეწყო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ჩანდიგარის უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – პროფესორმა სანდიპ გულერიამ, როგორც გარე ექსპერტმა შეაფასა IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ეკა დევიძეს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ჩანდიგარის უნივერსიტეტის -ტურიზმის დეპარტამენტის სიმულაციურ სივრცეებს: ,,სტარტ-აპების ლაბორატორია”, ,,Aircraft  იმიტაციური სივრცე”, ,,რესტორანი”, ,,დრეს-კოდი” მასპინძლობის პროგრამის სტუდენტებისთვის”, ბიბლიოთეკა, საერთაშორისო სტუდენტთა და პროფესორთა საერთო საცხოვრებელი და ა.შ.

ჩანდიგარის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ბატონმა რ.ს. ბავამ და ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელმა, ბატონმა ს. გულერიამ ეკა დევიძეს გადასცეს ,,საპატიო სტუმრის სიგელი/International Guest/Visiting Faculty Expert”.