[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ სწავლაზე მორგებულ დინამიურ გარემოს სტუდენტების შეზღუდული რაოდენობისთვის. მცირე ჯგუფების და კვალიფიციური ქართველი და უცხოელი პროფესორების მეშვეობით, პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტების აკადემიურ დისკურსსა და კონსტრუქციულ დებატებში ჩართულობით. პროგრამას გააჩნია ძლიერი კვლევითი კომპონენტი და გამოარჩევს ფოკუსირება საქართველოზე, მის სამეზობლოსა და საგარეო პოლიტიკაზე. საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხების სწავლებაზე ორიენტირებული სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან არჩევით კურსებს, რომელთა საშუალებითაც მაგისტრანტებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა სასურველ სფეროებში.

კარიერული შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში და ა.შ. ამასთან, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია განაგრძოს სწავლა სადოქტორო პროგრამაზე და გაზარდოს საკუთარი კვალიფიკაცია ორიგინალური სამეცნიერო კვლევის განხორციელების საშუალებით.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება;
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;

გაითვალისწინეთ!

  • განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან;
  • უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე არმყოფი კანდიდატებისათვის, სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოც(ებ)ის ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ რეჟიმში;
  • თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;
  • გამოცდ(ებ)ი სპეციალობაში ტარდება პროგრამის განხორციელების ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • 2 ფოტო(3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით;
  • CV;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – იბსუ-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო;
  • განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი და დანართი.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ჩარიცხვის წესი იხილეთ ბმულზე:
www.iro.ibsu.edu.ge

 

სწავლის საფასური 

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი

შენიშვნა: თუ რეგისტრაციას გაივლით 20-31 აგვისტოს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 11-16 სექტემბერს, ისარგებლებთ 30%_იანი ფასდაკლებით.
თუ რეგისტრაციას გაივლით 11-18 სექტემბერს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 25-27 სექტემბერს, ისარგებლებთ 15%_იანი ფასდაკლებით
დეტალები იხილეთ ლინკზე

სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 9900 ლარი

 

შეღავათები

თუ უკვე მოიპოვეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

უკრაინის მოქალაქე სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს,  პროგრამით განსაზღვრულ სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე  – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).

შეღავათი შეეხება:

ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;

ბ) სტატუს აღდგენილებს:

გ) მობილობით გადმოსულებს.

სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).

_____________________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი ხარისხი:  საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა:  tamarmshvidobadze@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2800064