[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისთვის  მიძღვნილ ღონისძიებაში 25 იანვარს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მოხსენების შემდეგ ღონისძიებაზე მიწვეულ ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები ქალბატონი დეგნანისთვის. გამოცდილმა დიპლომატმა სიამოვნებით უპასუხა მათ და უაღრესად საინტერესო აქცენტები გააკეთა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების წარმატებებსა და შესაძლებლობებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საინტერესო და ყოვლისმომცველი მოხსენება მიუძღვნა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც აშშ და საქართველო გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები, ორივე მხარემ მიზნად დაისახა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაერთიანება. ამ ხედვის განხორციელება მოითხოვს დაუღალავ შრომას, მოთმინებას და რესურსებს. აშშ-ს დახმარება საქართველოსთვის მოიცავს $6 მილიარდს; ამას გარდა დახმარების სხვა ფორმებსაც. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ მრავალ წარმატებულ ინიციატივას ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მტკიცე სურვილია, რომ ამ ქვეყანამ თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს, როგორც ძლიერმა და დამოუკიდებელმა დემოკრატიამ“ – განაცხადა ელჩმა