[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით
IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა.

ღონისძიებას მენტორობდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი ტელეარხით გასული სადავო სიუჟეტი აჩვენეს დამსწრეებს. ამის შემდეგ დამსწრეები გაიყვნენ სამ ჯგუფად, რომელთაგან ერთი იცავდა მომჩივანის ინტერესებს, მეორე ჯგუფი წარმოადგენდა სიუჟეტის ავტორი ტელეკომპანიის ინტერესებს, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებმა მოირგეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა როლები და გამოიტანეს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს გაუძლიერდათ ისეთი პროფესიული ღირებულებები, როგორებიცაა სიმართლის და სიზუსტის დაცვა, ფაქტის მრავალ წყაროსთან გადამოწმებისა და ბალანსის დაცვის ვალდებულება.