[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი

23.05.2018

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის თანამდებობაზე(1 ვაკანსია).

სამუშაოს აღწერილობა:

  • სტუდენტთა ასისტირება და დახმარება სასწავლო პროცესის განმავლობაში;
  • ყოველდღიური საქმიანობის, ცხრილებისა და სტუდენტთა დოკუმენტაციის მოწესრიგება-ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ბაზაში პროგრამაში შესატანი ცვლილებების ასახვის მიზნით პროგრამის კოორდინატორის დახმარება;
  • გამოცდების მონიტორინგი-პროქტორობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფაკულტეტზე სოციალური აქტივობების დაგეგმვა და სტუდენტებს შორის გავრცელების უზრუნველყოფა;
  • ფაკულტეტზე არსებული სხვა საქმეების ეფექტურად და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი);
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;

აუცილებელი პერსონალური უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • თვითმოტივაციისა და დისციპლინირების უნარი;
  • ჯგუფში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • მოკლე სამოტივაციო წერილი და CV (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • დიპლომის ასლი (ბაკალავრი, მაგისტრატურა (არსებობის შემთხვევაში));
  • სხვა დიპლომი, სერტიფიკატი ან რეკომენდაცია არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 26 მაისისა, გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო

http://localhost
ტელ: +995 32595007 
ფაქსი: +995 32595008