[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – ევროკავშირის საგადასახადო სამართალი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:

  • ევროკავშირის საგადასახადო სამართალი (ინგლისურენოვანი კურსი) – 2 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი  პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგში სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1)დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2) დარგში სპეციალური მომზადება;

3) დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) ინგლისური ენის  ცოდნა B2  დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებული კადიდატებისათვის, პირადი საქმის წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 20 თებერვლისა, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე –  hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

საინფორმაციო ფორმა

განცხადების ფორმა