[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სწავლის შემდეგ სფეროში:

მენეჯმენტი

  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით* (სწავლების ენა – ინგლისური)

* მოცემული ვაკანსიებისათვის კონკურსის სავალდებულო პირობაა გამარჯვებულმა კანდიდატმა გააფორმოს აფილირების შეთანხმება უნივერსიტეტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესორის აკადემიური პოზიციის დასაკავებლად:

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  3. სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  4. სწავლების შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  5. აკადემიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 200 ქულა; მოთხოვნილი ქულების სულ მცირე 100 ქულა უნდა მოგროვდეს სამეცნიერო საქმიანობის ხარჯზე (1-6, 9 კატეგორიებიდან));

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, სავალდებულო ქულების დაგროვების გარდა, აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი პირველი კომპონენტიდან სულ მცირე ნებისმიერი ორი პუნქტის შესრულება ან მეორე კომპონენტის შესრულება:

  1. კომპონენტი:
    • საერთაშორისო ციტირების ინდექსის მქონე ჟურნალში სულ მცირე 1 სტატიის გამოქვეყნება (ნაბეჭდი ან ელექტრონული);
    • გამოცემული წიგნის (მისი მეცნიერული ღირებულების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო გამომცემლობის ან უნივერსიტეტის მიერ) ავტორობა (წიგნის მოცულობა არის მინიმუმ 100 გვერდი და არ არის დაფუძნებული დისერტაციაზე);
    • საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი/საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელობა;
    • საზღვარგარეთის ავტორიზებულ (მასთან გაიგივებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებაში სასწავლო ან/და კვლევითი გამოცდილება;
    • დაცული სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა;
    • ციტირების ინდექსის (h-ინდექსი) არანაკლებ 3 მაჩვენებელი;
    • საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო/პატენტი.
  2. კომპონენტი – მიმართულების შესაბამისი განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები, რომლებიც ფასდება კომისიის მიერ.

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია დასტურდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება პროფესორისათვის სულ მცირე 10 (ათი) წელი;

გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ე)  სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

გთხოვთ გაითვალისწინეთ

  • ბ) და გ) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმები ალტერნატიულია. კანდიდატის მხრიდან ერთ ერთი მათგანის დაკმაყოფილება საკმარისია, ხოლო დ) და ე) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმის დაკმაყოფილება სავალდებულოა ბ) ან გ) პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან ერთობლიობაში.
  • თუ კანდიდატის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება მოხდა სამეცნიერო ნაშრომების გარეშე, წინამდებარე წესის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში აკადემიური პერსონალი ვალდებულია გამოაქვეყნოს დარგთან დაკავშირებული სულ მცირე 1 (ერთი) პუბლიკაცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება;
  2. საინფორმაციო ფორმა – R19F18;
  3. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  4. ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  5. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  6. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
  7. აკადემიური საქმიანობის ანგარიში (R36I1F1). (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
  8. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  9. სილაბუსი: ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე). კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც;
  10. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
  11. ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  12. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  13. პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
  14. ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

შერჩეულმა კანდიდატემა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

  • ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების უფლების ცნობა (გარდა შზსუ-ს თანამშრომლებისა);
  • 2 ფერადი ფოტო-სურათი (3X4) – ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე/ელ-ფოსტაზე).
  • ანგარიშის ნომერი სს ,,თიბისი” ბანკიდან;
  • წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტების ბეჭდური/ორიგინალი ვერსიები.

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 6 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (131/132)

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

ელ ფოსტა: hr@ibsu.edu.ge.

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

თანდართული დოკუმენტები: